суббота, 28 ноября 2009 г.

ჩრდილოეთ ამერიკა

პროექტის სახელი: ჩრდილოეთ ამერიკა
სასწავლო მიზნები:
1, მოსწავლე შეისწავლის ჩრდილო ამერიკის რეგიონს;
2,მოსწავლე შეძლებს ჩრდილო ამერიკის გეოგრაფიული და ისტორიულ–კულტურული თავისებურებები შეადაროს და გამოთქვას ვარაუდები.
3,მოიძიოს კომპიუტერის მეშვეობით ინფორმაცია.
უნარები:
ფაქტების,არგუმენტაციის,კომუნიკაციის, მსჯელობის.
რესურსი:სახელმძღვანელო,რუკა,კომპიუტერი

პროექტის სრული აღწერა:
ზოგადად გავაცანი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონი–აშშ და კანადა.
მოსწავლეები გავყავი 2 ჯგუფად და ვთხოვე ლიდერის არჩევა.
პირველ ჯგუფს დაევალა კომპიუტერის მეშვეობით ინფორმაციის მოძიება საიტის შექმნა აშშ–ს შესახებ.
მე–2 ჯგუფს ინფორმაციის მოძიება და საიტის შექმნა კანადის შესახებ.
მოძიებული ინფორმაციის შემდეგ ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას, აცნობს და უჩვენებს მოსწავლეებს მისი ჯგუფის მიერ შექმნილ ფაილს
შემდგომ ვთხოვე ორივე ჯგუფს შეეფასებინათ ერთმანეთის პრეზენტაცია უკვე კომპიუტერში გამზადებული შეფასების სქემის მიხედვით,შეფასება მოხდა ინდიკატორების მიხედვით.
მონაწილეთა ასაკი: მე–7, მე–8 კლასი.
ხანგრძლივობა: ერთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები:
ჯგუფეფთან მუშაობა, ინფორმაციის მოძიება აშშ–ზე და კანადაზე, მოძიებული ინფორმაციის დამუშავება. კომპიუტერთან მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გაეცნობიან ჩრდილო ამერიკის რეგიონს, შეადარებენ ორ დიდ სახელმწიფოს :აშშ–ს და კანადას,განსაზღვრავენ თითოეულის გეოგრაფიულ მდებარეობას, შეადარებენ ისტორიულ–კულტურულ თავისებურებებს.
სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან კავშირი: გეოგრაფია,ისტორია , ი.ს.ტ.

პროექტის ფასილიტატორი:ნაილი დადუნაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:zviadidaeto@gmail.com

ვებ–გვერდი: www.naili-16skola.blogspot.com

გაკვეთილის გეგმა: მმართველობის ფორმები ძველ საბერძნეთში

суббота, 21 ноября 2009 г.

shetyobineba

treningebi sainteresoa

ბლოგი

დღეს ვისწავლე ბლოგის შექმნა.